კალათბურთი

11:11 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"

„უპირველესად, ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ 2 თვის მანძილზე გუნდის მომზადებაში იყო ჩართული - განაცხადა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბუბა ბერიშვილმა, დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ სოფიაში რომ შევეხმიანეთ - გუნდის ყველა წევრი - მწვრთნელი, ექიმი თუ მენეჯერი, რა თქმა უნდა მოთამაშეები და გუნდთან დაკავშირებული ყველა ადამიანი - ყველას მადლობა. გუშინ საქართველოს ცოტა გული დავწყვიტეთ, ჰოლანდიასთან ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში. ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ფინალში უნდა ეთამაშა, მაგრამ მიზეზთა გამო ასე არ გამოვიდა...

... სწორედ ჰოლანდიასთან დაშვებული შეცდომების გაანალიზების შემდეგ, სწორი დასკვნების გამოტანის ხარჯზე ბიჭებმა მოახერხეს ისეთი ძლიერი მეტოქის დამარცხება, როგორიც დიდი ბრიტანეთია. მიუხედავად ძალიან ცუდი დასაწყისისა, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს, რაც ძალიან რთულად მისაღწევი გახლდათ. მე პირადად ძალიან ძლიერად მიმაჩნია დიდი ბრიტანეთის ნაკრები, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 27 ქულით მოგვიგო. მას შემდეგ ამ გუნდზე ჩვენ ბევრი რამ შევიტყვეთ. თითოეული მოთამაშის შესაძლებლობები გამოვიკვლიეთ, სათამაშო ტაქტიკა გავარჩიეთ და ვფიქრობ ამის შედეგი იყო, რომ მე-3 და მე-4 პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა და ბრძოლის ხარჯზე გამარჯვებამდე მისვლა...

ამ მატჩის წინ რა გეგმაც გვქონდა, ბიჭებმა იმაზე მეტი გააკეთეს და მართლაც გმირული გამარჯვება მოიპოვეს. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რის გამოც ცოტა აღლვებული გახლავართ და ემოციების მოთოკვა მიჭირს. ჩვენს მთავარ მიზანს, რომ გავსულიყავით საუკეთესო სამეულში და მოგვეპოვებინა ელიტარული დივიზიონის საგზური, მივაღწიეთ და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები ჩვენი გუნდის წევრებს, ხელმძღვანელებს და ყველა მხარდამჭერს“.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116973