ფეხბურთი

22:59 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები სრული სვლით: წინ ისრაელთან ფინალია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კიევში, ვიქტორ ბანიკოვის მემორიალზე ჯგუფის ბოლო მატჩიც მოიგო: ესტონეთთან 2:1. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებს ფინალში გასვლა ისედაც განაღდებული ჰქონდათ, წინა შეხვედრებში ბელარუსსა (4:0) და უკრაინას (3:2) სძლიეს. ამრიგად, სამი მატჩში სამი მოგება.

ესტონეთთან შეხვედრაში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურაბ დავითაშვილმა გაიტანეს. ორივენი თბილისის "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელები არიან.

ფინალში საქართველო B ჯგუფის გამარჯვებულ ისრაელს ეთამაშება. მატჩი კვირას, 20 აგვისტოს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ისე, ბანიკოვის ტურნირზე შარშანაც საქართველო-ისრაელი იყო ფინალი და მაშინ გურამ ასპინძლაშვილის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს.

0.124054