ფეხბურთი

17:51 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

34 წლის რუმინელს თბილისის "დინამო" და "სამტრედია" იწვევენ

34 წლის რუმინელი ნახევარმცველი რეზვან კოჩიში ამჟამად უკლუბოდაა. რატომ დავინტერესდით მისი ბედით? საქმე ისაა, რომ კოჩიშმა რუმინულ პრესასთან საუბარში განაცხადა, წინადადებები ქართული გუნდებიდანაც მაქვსო.

"თავისუფალი აგენტი ვარ. მაქვს კარგი შემოთავაზებები: თბილისის "დინამო" და "სამტრედია" მიწვევენ. ასევე, ავსტრალიის ერთ-ერთი გუნდიც. ეგზოტიკურ ქვეყნებში წასვლა მიზიდავს", - თქვა კოჩიშმა, რომელიც 2014-2016 წლებში "ჩიკაგო ფაიარში" თამაშობდა.

ყველაზე ძლიერი ევროპული კლუბი, რომელშიც კოჩიში იყო, მოსკოვის "ლოკომოტივია". საყრდენი ნახევარმცველი რუმინეთის ნაკრბში 2005-2014 წლებში გამოდიოდა და 50 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102494