ფეხბურთი

15:24 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყვეტილია: ქოჩორაშვილი ესპანურ "ჟირონაში" გადავიდა

"საბურთალოს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ "ჟირონაში" გააგრძელებს კარიერას. ქოჩორაშვილმა, როგორც იცით, ივლისში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

რა თქმა უნდა, გიორგის თავიდან გაუჭირდება პრიმერა დივიზიონის გუნდში ფეხის მოკიდება ("ჟირონა" არსებობის ისტორიაში პირველად გადავიდა პრიმერაში), ამიტომაც თავიდან ახალგაზრდულ გუნდში იქნება და თუ თავს გამოიჩენს, დააწინაურებენ.

ქოჩორაშვილმა წლეულს ეროვნულ ლიგაშიც ითამაშა: ორ მატჩში შეცვლაზე შევიდა და ჯამში 44 წუთი დაჰყო მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131578