ფეხბურთი

16:56 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელი შვედეთის ქვედა ლიგაში

სად თამაშობს თორნიკე სტეფნიაშვილი? ბოლოს ლანჩხუთის “გურიაში” გახლდათ, მანამდე კი რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, მათ შორის მოლდოვის “ზიმბრუ”. რამდენჯერმე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ათამაშა ალექსანდრე ჩივაძემ.

სტეფნიაშვილი ამჟამად 25 წლისაა. შევიტყვეთ, რომ შვედეთში ყოფილა - სტოკჰოლმის კლუბ “ჰუდინგში”.

“აქაურ მეხუთე ლიგაშიც კი მშვენიერი პირობებია. მიდგომა მომწონს, ყველაფერს სერიოზულად უყურებენ და წვრილმანებსაც აკვირდებიან. ვარჯიშებიც ინტენსიურია, თითქმის თამაშთან მიახლოებული. “ჰუდინგი” რანგით მეოთხე ლიგის გუნდია, თუმცა როგორც ვთქვი, აქ ყველაფერია საიმისოდ, რათა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო”, - გვითხრა სტეფნიაშვილმა.

როგორ მოხვდა სტეფნიაშვილი შვედეთში?

“არავის მივუყვანივარ. ჩემით მივედი. ჯერ არავინ მიკარებდა, ვარჯიშსაც ამაოდ დავესწარი. შემდეგ მწვრთნელს ვუთხარი და კარგი, დაგაკვირდებიო. ამხანაგურში ვითამაშე და მორჩა, ჩამრიცხეს გუნდში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102369