ფეხბურთი

13:43 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ მე-2 ტურის წინ შანსები შეაფასა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ პრემიერლიგის პირველი ტურის შემდეგ შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ ცუდი სტარტის მიუხედავად, ფავორიტად მაინც “ჩელსის” მიიჩნევს.

“თუ პრობლემებია, ისინი მალე მოგვარდება, რამდენიმე კვირაში, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება.

როცა ამბობენ, რომ “ჩელსიმ” დაკარგა მატიჩი, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დაიმატა ბაკაიოკო. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ფეხბურთელს გაყიდი და მის სანაცვლოდ არავის იყიდი. “ლურჯები” კი, ალბათ, უფრო ძლიერნი გახდნენ. როდესაც ჩემპიონატიდან 7 გუნდი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაში ასპარეზობს, გადაჭრით ვერ იტყვი, ვინ იქნება ფავორიტი, თუმცა, ვინ არის მთავარი კანდიდატი? ჩემთვის ეს არის ჩემპიონი. ეს გუნდი ინარჩუნებს თავის ტიტულს და შანსიც უფრო დიდიაქვს.

მე ყველა მატჩზე მოსაგებად მოვამზადებ ჩემს გუნდს. არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ მოწინააღმდეგე უკეთესია. 1 ქულაც კარგი რეზულტატია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ. ისინი გაიმარჯვებენ? - გაიმარჯვებენ, ვერ გაიმარჯვებენ? – კიდევ უკეთესი”, - თქვა მოურინიუმ.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს პრემიერლიგის მე-2 ტური გაიმართება. “მანჩესტერი” “სუონსის” სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112518