ფეხბურთი

10:00 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მორიგი უარი "ბარსელონას"

კატალონიის “ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას ჯიუტად სცდილობს, თუმცა “ლივერპული” შეუვალია. Reuters-ის ინფორმაციით, ინგლისურმა გუნდმა ესპანელთა მესამე შეთავაზება უარყო – ამჯერად 125 მილიონი ევრო.

წყაროს ცნობით, “ლივერპული” კოუტინიოს დათმობას 150 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. “ბარსელონა” კი ნეიმარის შემცვლელის მოლოდინშია.

ყველაზე ხშირად კოუტინიოსთან ერთად უსმან დემბელეს ვარიანტი სახელდება, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთ შემთხვევაში “ბლაუგრანამ” სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109489