ფეხბურთი

11:30 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" მურილიო დაიმატა

კოლუმბიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯეისონ მურილიო კარიერას “ვალენსიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

25 წლის მცველი დამდეგ სეზონს “მესტალიაზე” იჯარის წესით გაატარებს, ხოლო ერთი წლის შემდეგ “ღამურებს” მისი გამოსყიდვა 13 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ჯეისონ მურილიო “ინტერში” 2015 წელს გადავიდა ხოლო გასულ სეზონში “ნერაძურის” ღირსება 27 მატჩში დაიცვა და გოლი არ გაუტანია. სხვათა შორის, მურილიოსთვის ესპანეთი უცხო ადგილი არაა. სხვადასხვა დროს იგი “კადისის”, “ლას პალმასისა” და “გრანადას” რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112627