ფეხბურთი

0:18 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ ერედივიზიონში გაიტანა (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის მეორე ტურში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი გურამ კაშიამ – ქართველმა ფეხბურთელმა კერკრადეში, “როდას” კარი მოხდენილი თავური დარტყმით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

კაშიამ გოლი მე-80 წუთზე გაიტანა, ხოლო მოედანზე ტრადიციულად 90 წუთი გაატარა. “ვიტესს” კი ჩინებული სტარტი გამოუვიდა და ორი ტურის შემდეგ ერედივიზიონს 6 ქულით ლიდერობს. გურამმა კი, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში "სკა ენერგია" სტუმრად "ტოსნოს" დაუზავდა - 0:0. ხაბაროვსკელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ. მისი გუნდი კი 7 ტურის თავზე 5 ქულით მე-13 ადგილზეა.

დანიის სუპერლიგაში "რანდერსი" და "სილკებორგი" მშვიდობიანად გაიყარნენ - 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში ბოლო 6 წუთი ითამაშა საბა ლობჟანიძემ, სტუმართა მხრიდან კი, ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთამდე ითამაშა დავით სხირტლაძემ. "რანდერსს" 6 ტურში 3 ქულა აქვს და ბოლო საფეხურზეა, ხოლო "სილკებორგი" 7 ქულით მერვეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102387