ფეხბურთი

23:35 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” “აიაქსის” ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის “ტოტენჰემმა” ამსტერდამის “აიაქსის” ცენტრალური მცველი დავინსონ სანჩესი დაიმატა. “დეზების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ინგლისურ კლუბს კოლუმბიელი მცველის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

სანჩესი “აიაქსში” გასულ ზაფხულს კოლუმბიური “ატლეტიკო ნასიონალიდან” 5 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ამსტერდამული გრანდის მაისური 48-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122212