კალათბურთი

20:40 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ქართველმა სტატისტიკოსებმა ფიბა-ს ლიცენზიის მისაღებად ტესტები ჩააბარეს

კალათბურთის ქართველ მდივან-სტატისტიკოსებს ფიბა-ს ლიცენზია ექნებათ. 15 აგვისტოს, თბილისში იმყოფებოდა და სემინარ-ტესტირება ჩაატარა ფიბა-ს ინსტრუქტორმა სტეფან შულცმა. შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ის სტატისტიკოსები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საფინალო ტესტები, ფიბა-ს ლიცენზიას მიიღებენ.

ახალი გადაწყვეტილებით, ოფიციალურ საერთაშორისო მატჩებს, რომელიც ფიბა-ს ეგიდით ჩატარდება, მოედნის მსაჯებთან ერთად ლიცენზირებული მდივნები და სტატისტიკოსები მოემსახურებიან. შესაბამისად, ლიცენზიის მიღება აუცილებელი პირობაა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ევროტურნირებში მონაწილე ქართული კლუბების საშინაო მატჩების მოსამსახურებლად.

ფიბა-მ ლიცენზირების პროცესი ონლაინ რეჟიმში დაიწყო და შესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა სტატისტიკოსს საკუთარ საიტზე პირადი პროფილი შეუქმნა. ივლისის თვიდან ქართველ სტატისტიკოსებს ონლაინ-რეჟიმში მეცადინეობა და წინასწარი ტესტირების ჩაბარება შეეძლოთ.

საქართველოს ჩემპიონატის ყველა სტატისტიკოსმა წარმატებით გაიარა ონლაინ-ტესტირება, რის შემდეგაც თბილისს ფიბა-ს ინსტრუქტორი ესტურმა და „ქორთიარდ მარიოტში“ ჯერ სემინარები, შემდეგ კი ტესტირება ჩაატარა. ქართველი სტატისტიკოსები გამოცდებს კარგად მომზადებულები შეხვდნენ და ტესტირების შემდეგ საკუთარი პასუხებით კმაყოფილები იყვნენ.

საბოლოო პასუხი ფიბა-სგან რამდენიმე დღეში მოვა და ტესტირების წარმატებით განმვლელ სტატისტიკოსებს ფიბა-ს ლიცენზია მიენიჭებათ. 19 სექტემბერს, „დინამო თბილისი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩს უმასპინძლებს, რომელსაც ფიბა-ს ლიცენზიის მქონე მსაჯ-მდივნები და სტატისტიკოსები მოემსახურებიან.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122047