კალათბურთი

21:28 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრენდონ ბასი ჩინეთში გადაბარგდა

32 წლის ამერიკელი ფორვარდი ბრენდონ ბასი კარიერას ჩინურ “ლიაოინგში” გააგრძელებს. გამოცდილმა ბასმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

განვლილ სეზონში ბასი “კლიპერსის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 5,7 ქულასა და 2,5 მოხსნას აგროვებდა.

ბრენდონს “ბოსტონში”, “ორლანდოში”, “ნიუ ორლეანში”, “დალასში”, “ლეიკერსსა” და “კლიპერსში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113242