ფეხბურთი

2:57 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა: "ის ნამდვილი ცხოველი იყო"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამჟამად უგუნდოდაა, თუმცა პოპულარობას არ კარგავს და ამიტომაც, მისი სიტყვა საფეხბურთო სამყაროში ბევრს აინტერესებს. ამჯერად შვედმა გიგანტმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომლის გვერდითაც მას ოდესმე უთამაშია.

ზლატანის აზრით, ასეთი ბრაზილიელი ლეიტე რიბეირო, ანუ, უბრალოდ ადრიანო გახლდათ:

“ბევრი დიდი ფეხბურთელის გვერდით მითამაშია – ზოგი თამაშით იწვევდა აღფრთოვანებას, ზოგიც თავისი ნიჭით, მაგრამ ყველაძე ძლიერი ადრიანო იყო. როდესაც “ინტერში” გადავედი, პრეზიდენტ მორატის პირველი რაც ვუთხარი, ბრაზილიელის შენარჩუნება იყო. კარში დარტყმა ნებისმიერი პოზიციიდან შეეძლო, არავის შესწევდა ძალა გაეჩერებინა, ვერავინ ართმევდა ბურთს – ადრიანო ნამდვილი ცხოველი გახლდათ.

არ ვიცი, რატომ მოხდა, რომ მან თავისი შესაძლებლობების 50%-იც ვერ აჩვენა. ალბათ უფრო ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, მის გვერდით რომ ვითამაშე. სამწუხაროა, ეს დიდხანს რომ არ გაგრძელდა”, - უთხრა ზლატანმა SportBible-ს.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ადრიანო ერთად მილანის “ინტერში” თამაშობდნენ 2006-2009 წლებში.

0.117452