ფეხბურთი

21:00 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას წლის მწვრთნელი: 12 ნომინანტი

ფიფამ 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები დაასახელა. მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყების მიერ 12 სპეციალისტი შეირჩა და მათგან ერთ-ერთი საუკეთესოს წოდებასაც მიიღებს.

თავდაპირველ სიაში ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი იტალიას ჰყავს, ხოლო ორ-ორი სპეციალისტი ესპანეთს, პორტუგალიასა და არგენტინას წარმოადგენენ.

აქვე წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე ნომინირებულნი:

მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”, იტალია), კარლო ანჩელოტი (“ბაიერნი”, იტალია), ანტონიო კონტე (“ჩელსი”, იტალია), პეპ გვარდიოლა (“სიტი”, ესპანეთი), ლუის ენრიკე (უგუნდოდ, ესპანეთი), ლეონარდო ჟარდიმი (“მონაკო”, პორტუგალია), ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერი”, პორტუგალია), იოახიმ ლიოვი (გერმანია), მაურისიო პოჩეტინიო (“ტოტენჰემი”, არგენტინა), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”, არგენტინა), ტიტე (ბრაზილია), ზინედინ ზიდანი (“რეალი”, საფრანგეთი).

ფიფას გალა დაჯილდოვება 23 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება და სწორედ მაშინ გავიგებთ ზემოხსენებულ მწვრთნელთაგან რომელი გახდება საუკეთესო.

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115078