ფეხბურთი

20:42 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას წლის ფეხბურთელი: 24 ნომინანტი

ფიფამ 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინანტები დაასახელა. მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყების მიერ 24 ფეხბურთელი შეირჩა და მათგან ერთი მოიპოვებს საუკეთესოს წოდებას.

თავდაპირველ სიაში ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი მადრიდის “რეალს” ჰყავს, რაც ბუნებრივიცაა – “სამეფო კლუბს” ტრიუმფალური სეზონი ჰქონდა.

აქვე იმ 24 ფეხბურთელის ჩამონათვალი, რომელიც ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებს:

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”, გაბონი), ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”, იტალია), ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია), დანი კარვახალი (“რეალი”, ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, საფრანგეთი), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, არგენტინა), ედენ აზარი (“ჩელსი”, ბელგია), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (უგუნდოდ, შვედეთი), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ნგოლო კანტე (“ჩელსი”, ინგლისი), ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი), მარსელო (“რეალი”, ბრაზილია), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატია), კეილორ ნავასი (“რეალი”, კოსტა რიკა), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი), ალექსის სანჩესი (“არსენალი”, ჩილე), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი), არტურო ვიდალი (“ბაიერნი”, ჩილე).

ფიფას გალა დაჯილდოვება 23 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება და სწორედ მაშინ გავიგებთ ზემოხსენებულ ფეხბურთელთაგან რომელი გახდება საუკეთესო.

თეგებიფიფა
0.113049