ფეხბურთი

19:52 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: საქართველომ უკრაინას მოუგო და ფინალშია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კიევში, ვიქტორ ბანიკოვის მემორიალზე მეორე მატჩი გამართა და მასპინძელ უკრაინას სძლია - 3:2. როგორც იცით, წინა დღეს გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა 4:0 აჯობეს ბელარუსს, ასე რომ, მართლაც შედეგიანად გამოდიან ამ რვაგუნდიან ტურნირზე და ფინალში თამაშიც გაინაღდეს.

საწყის შვიდ წუთში უკვე ჰანდიკაპით ვიგებდით. ჯერ ირაკლი აზაროვმა გაიტანა ცოტნე კაპანაძის ჩაწოდების შემდეგ, მალევე ზურაბ დავითაშვილის მშვენიერ გარღვევასა და პასს მოჰყვა ვახტანგ ჩარკვიანის ზუსტი დარტყმა.

უკრაინელებმა მე-18 წუთზე ანგარიში შეამცირეს - დაცვამ ვერ ითამაშა შეთანხმებულად. თუმცა 32-ე წუთზე მესამედ გაიტანეს ქართველებმა: ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და დავითაშვილმა პენალტი გამოიყენა - 3:1. ბოლოს კი უკრაინელებმა სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ თავით გაიტანეს.

ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ბელარუსები ფრეზე გაეყარნენ ესტონეთს - 1:1. 19 აგვისტოს ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი გველის. ესტონეთთან თბილისის დროით 18:00 საათზე.

საქართველო-უკრაინა 3:2 (3:1)

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, შალიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი, ჩოთალიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩარკვიანი

შეცვლაზე შევიდნენ: ლომთაძე, ლორთქიფანიძე, ტუდები

გოლები: 1:0 აზაროვი (2), 2:0 ჩარკვიანი (7), 2:1 ბიბლიკი (18), 3:1 დავითაშვილი (32 პენ), 3:2 დეროგანი (78)

ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. მეორე ჯგუფში არიან სლოვენია, სლოვაკეთი, ისრაელი, ლატვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126035