ფეხბურთი

19:30 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ლუის სუარესი ერთი თვე დააკლდება

კატალონიის “ბარსელონას” პრობლემები არ ელევა – ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” უშანსოდ წააგო და თითქოს ეს არ კმაროდა, წამყვანი ფეხბურთელი ლუის სუარესი დაკარგა.

როგორც კატალონური გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ურუგვაელ ფორვარდს მარჯვენა მუხლზე შებერილობა აღენიშნება და ამის გამო თამაშს 4-5 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

უკვე ცნობილია, რომ ლუისს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური და ლა ლიგის საწყისი სამი მატჩი “ბეტისის”, “ალავესისა” და “ესპანიოლის” წინააღმდეგ გაუცდება. გარდა ამისა, იგი ვერც ურუგვაის ნაკრებს დაეხმარება პარაგვაისთან და არგენტინასთან.

“ბარსას” მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სუარესის შეცვლა პაკო ალკასერით მოუწევს.

0.113132