ფეხბურთი

18:35 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან და ავსტრიასთან მოახლოებული მატჩების წინ გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 33 ფეხბურთელისგან შედგება. საბოლოო არჩევანს კი, სლოვაკი სპეციალისტი მომდევნო კვირაში გააკეთებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეთაგან.

სიაშია ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა - გამოცდილი ნახევარმცველი ნაკრებს ირლანდიასთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება: მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 33-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი),სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი,რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცელები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკს, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები შეკრებას 28 აგვისტოს, თბილისში დაიწყებს. რაც შეეხება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს - 2 სექტემბერს, "ჯვაროსნები" "დინამო არენაზე" ირლანდიის ნაკრებს დაუხვდებიან, ხოლო სამი დღის შემდგომ ვენაში, ავსტრიას ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147189