ფეხბურთი

17:14 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” გულშემატკივარმა პიკეს ნეიმარი გაუხსენეს და დასცინეს - “ის რჩება”

მადრიდის “რეალის” გულშემატკივარმა, “ბარსელონას” მცველს ხერარდ პიკეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნეიმარის ფოტო გაუხსენეს, სადაც ესპანელი ბრაზილიელის შესახებ წერდა, რომ “ის “ბარსაში” რჩება”.

ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში, რომელიც ბერნაბეუზე გაიმართა, გულშემატკივრებმა არაერთხელ წამოიძახეს პიკეს მისამართით - “იგი რჩება”.

პიკემ მოედანზე 50 წუთი დაჰყო. თამაშის შემდგომ კი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

“პირველად კლუბის ისტორიაში, ვგრძნობ, რომ “რეალმა” ბარსელონას” აჯობა და ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას, თუმცა ჩვენ არაერთი თამაში გველის წინ”, - თქვა პიკემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113767