ფეხბურთი

13:00 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიამ “ორენბურგი” დატოვა

თემურ ქეცბაიამ რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ორენბურგის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. რუსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ქეცბაიასთან ერთად გუნდიდან წავიდნენ მისი თანაშემწე სოსო ჭედია და ფიზმომზადების მწვრთნელი მიხალის მიხალისი.

ქეცბაია “ორენბურგის” თავკაცად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით რუსეთის პირველი დივიზიონში სეზონის საწყის 8 ტურში 10 ქულა მოიპოვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112296