ფეხბურთი

12:49 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სეგურა: “იმედია, ამ სეზონში კოუტინიოს და დემბელეს “ბარსელონაში” ვიხილავთ”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა პეპ სეგურამ ტელეარხ TV3-თან განაცხადა, რომ კოუტინოსთან და დემბელესთან შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

“ჩვენ ახლოს ვართ კოუტინიოსა და დემბელეს დამატებასთან, მაგრამ როდის შედგება საბოლოოდ გარიგება, ჯერ ზუსტი დროის დასახელება გამიჭირდება. იმედია, ეს ამ სეზონში მოხდება და ისინი ჩვენი ფეხბურთელები გახდებიან”, - თქვა სეგურამ.

აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს არ უთამაშია “უოტფორდის” და “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ, დემბელეს კი არასათანადო ქცევის გამო “დორტმუნდში” ვარჯიში დროებით აკრძალული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112339