ფეხბურთი

11:55 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერნესტო ვალვერდე: “დაუმარცხებელი არავინაა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” ორი მატჩის ჯამში 1:5 (1:3, 0:2) მარცხის შემდგომ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაუმარცხებელი არცერთი გუნდი არ არის.

“დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. სპორტი ისეთია, ადრე თუ გვიან ყველა მარცხდება. ჩვენ გვინდოდა მოგება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ფსიქოლოგიურად უნდა გავძლიერდეთ და ფეხზე მყარად დავდგეთ.

რას შეეხება მოსალოდნელ ტრანსფერს - არ ვიცი მოესწრება თუ არა კოუტინიოს გადმოსვლა 20 აგვისტომდე”, - თქვა ვალვერდემ.

0.113887