ჩოგბურთი

10:54 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ტურნირის 1/16 ფინალში ნიკამ კრისტიან ჰარისონი ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა. მატჩი 1 საათი გაგრძელდა.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელი, 20 წლის ჯარედ დონალდსონი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-60 ადგილზე იმყოფება, კარიერის საუკეთესო შედეგი კი 58-ე პოზიციაა. შეხვედრა 17 აგვისტოს, 19:30 საათზეა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115242