ისტორია

9:48 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

17 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1977. დაიბადა ტიერი ანრი. საფრანგეთის ნაკრების, “მონაკოს” (1994-99), “იუვენტუსის” (1999), “არსენალისა” (1999-2007) და “ბარსელონას” (2007-2010), “ნიუ იორკ რედ ბულის” (2010 წლიდან) ფორვარდი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. 2003 წელს მოიგო კონფედერაციათა თასი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 123 მატჩი, გაიტანა 51 გოლი. “ბარსელონას” შემადგენლობაში 2009 მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, “არსენალის” რიგებში გამოსვლისას კი ითამაშა ამ ტურნირის ფინალში (2006). 1997 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. 2002 და 2004 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2002, 2003 და 2005 წლებში დაუეფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს. “ბარსელონას” შემადგენლობაში 2009 წელს მოიგო ესპანეთის ჩემპიონობა და ქვეყნის სამეფო თასი. 2009 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 2004 და 2005 წლებში მოიპოვა “ოქროს ბუცი”. 2001, 2003, 2004, 2005, 2006 წლებში დაასახელეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად. ოთხჯერ გახდა ინგლისური პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი. 2008 წელს შეიყვანეს ინგლისის საფეხბურთო “დიდების დარბაზში”. 2006 წლის 2 სექტემბერს თბილისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1910. სპორტული ავიაციის ისტორიაში მოხდა პირველი გადაფრენა ლა მანშზე საფრენი აპარატის ბორტზე მგზავრით. ფრანგული წარმოშობის ამერიკელმა პილოტმა ჯონ მუაზანმა ეს ორადგილიან აეროპლანით “ბლერიოთი” შეძლო, კალედან დუვრში მუაზინის მგზავრი კი მისივე მექანიკოსი იყო.

1928. მოსკოვში გაიხსნა სტადიონი “დინამო” – იმხანად ყველაზე დიდი სარბიელი სსრკ-ში. იგი 51 ათას მაყურებელს იტევდა. სადღეისოდ სტადიონი 36 540 მაყურებელს იტევს.

1936. საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში, თბილისისდინამომმოსკოვშიადგილობრივსპარტაკთან” 3:3 ითამაშა. შეხვედრა ძალიან საინტერესოდწარიმართა.ფავორიტადმიჩნეულისპარტაკი” 3:1 დაწინაურდა, მაგრამდინამომანგარიშის გაყაიმებამოახერხადაგადათამაშება დაინიშნა. “დინამოელთაგანგოლები პაიჭაძემ, ასლამაზოვმა და პანინმაგაიტანეს.სწორედამ მატჩის შემდეგ შეარქვეს ქართველ ფეხბურთელებსდიდი ურუგვაელები.”

1936. ბერლინში დასრულდა ფიფას კონგრესი, რომელზეც მსოფლიო პირველობის მასპინძლის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. განაცხადი არგენტინის ფედერაციამ წარადგინა, რადგანაც ადრე დადგენილი წესის მიხედვით მუნდიალები მონაცვლეობით ევროპასა და სამხრეთ ამეიკაში უნდა ჩატარებულიყო. რადგანაც ურუგვაის მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობის მიღება ევროპის ნაკრებთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იუარა, რიგით მესამე მუნდიალის ჩატარება ფიფამ საფრანგეთში გადაწყვიტა. არგენტინელებმა მათი ნაკრების საკვალიფიკაციო მატჩების გარეშე ჩართვა მოითხოვეს მუნდიალზე და უარის მიღების შემდეგ, ბრაზილიასთან შესარჩევ მატჩზე არ გამოცხადნენ.

1938. ინგლისელმა მოკრივე ანრი არმსტრონგმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1966. ლივერპულის “ევერტონმა” ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 110 ათას გირვანქად “ბლექპულიდან” ალან ბოლი შეიძინა. ალან ბოლმა ამ გარიგებამდე სამიოდე კვირით ადრე მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

1977. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მამაკაც მძლეოსანთა ნაკრებმა 1500 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:38.8).

1987. პოპულარულმა ჟურნალმა Ring-მა მოკრივეთა შორის “დიდების დარბაზში” ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, მუჰამედ ალი შეიყვანა.

1988. ამერიკელმა მძლეოსანმა ბაჩ რეინოლდსმა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე შეჯიბრებაზე 400 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (43.29).

1989. თბილისისდინამომშვედეთში ჩატარებული საფეხბურთო ტურნეს უკანასკნელიშეხვედრაგამართა.თბილისელებმავინდელნის” 9:1 მოუგეს. ქართველთაგან გოლები ზაზა რევიშვილმა (2), თემურქეცბაიამ(2), კახი კაჭარავამ (2), კახა ცხადაძემ, კახი გოგიჩაიშვილმა და გიორგი დარასელიამგაიტანეს. “დინამო”:ხაპოვი (გაბელია), თეთრაძე (თედეევი), ცხადაძე, აფციაური (ჭედია), არზიანი, რევიშვილი,სვანაძე(დარასელია), ცვეიბა (ჩიქოვანი), ქეცბაია, კაჭარავა (კეტაშვილი), გოგიჩაიშვილი. გუნდსდავითყიფიანიწვთნიდა.

1990. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონს მაიკ ტაისონს ფილის ჰოლანდერმა სასამართლოში უჩივლა. მან “რკინის მაიკს” ბრალი სექსუალურ ძალადობაში დასდო.

2005. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატისშესარჩევმატჩში,ყაზახეთში, ადგილობრივ ნაკრებს 2:1 მოუგო. ქართველთაგან ორივე გოლი გიორგიდემეტრაძემგაიტანა.საქართველო; ლომაია, მენთეშაშვილი, ალადაშვილი (ოდიკაძე), ხიზანიშვილი, კალაძე,კანკავა,კობიაშვილი, ცქიტიშვილი, გახოკიძე, იაშვილი (მუჯირი), დემეტრაძე (განუგრავა).

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა არსენ კასაბიევმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

2008. ფრანგმა მძლესანმა ქალმა ფრანსის მბანგო ეტონემ პეკინის თამაშებზე სამმაგი ხტომის შეჯიბრება ოლიმპიური რეკორდით მოიგო (15.39 მ).

2009. ბერლინში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ეთიოპიელმა კენენისა ბეკელემ ზედიზედ მეოთხედ მოიგო მარათონული გარბენი.

2010. საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოსნაკრებიგასვლაზეპოლონეთთან 58:67 დამარცხდა.

2012. ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” საკუთარ “კამპ ნოუზე” 3:2 მოუგო (მადრიდში მატჩი 2:2 დასრულდა) და ზედიზედ მესამე მოიპოვა აღნიშნული პრიზი. სულ კი ეს ბარსელონელთა მეათე სუპერთასი იყო.

ამ დღეს დაიბადნენ

1911. მიხაილ ბოტვინიკი. ჭადრაკში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დააარსა საჭადრაკო სკოლა, რომელმაც მრავალი ნიჭიერი მოჭადრაკე აღზარდა, მათ შორის გარი კასპაროვი. გარდაიცვალა 1995 წელს.

1926. ჰააკონ ბარფორდი. ნორვეგიელი აფროსანი. 1948 და 1952 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1926. ტომი ფინეი. ინგლისის ნაკრებისა და “პრესტონ ნორთ ენდის” ფორვარდი. 1954 და 1958 წლების მუნდიალების მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 76 მატჩი, გაიტანა 30 გოლი. 1957 წელს დაასახელეს ინგლისის უძლიერეს ფეხბურთელად. მიჩნეულია ინგლისის ყველა დროის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.

1931. ალენ მიმუნ ო’კაჩა. ალჟურული წარმოშოის ფრანგი სტაიერი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მარათონულ გარბენში.

1939. რამაზ ურუშაძე. ქუთაისისტორპედოსდა თბილისისდინამოსმეკარე. 1967, 1969 და1971წლებისსაბჭოთა კავშირის პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 1970 წლის საკავშიროთასისფინალისტი.საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი. ამდენივე შეხვედრა ჩაატარა ოლიმპიურნაკრებში.საკავშიროჩემპიონატებში ჩატარებულ ერთ მატჩში, რამაზ ურუშაძეს საშუალოდ 0.82 გოლიაქვსგაშვებული, 121შეხვედრაში კი მისი კარი აუღებელი დარჩა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგიასაბჭოთაფეხბურთისისტორიაში. გარდაიცვალა 2012 წელს.

1941. ბიგ პაუელი. ამერიკელი ბეისბოლისტი. 1970 წელს დაასახელეს ბეისბოლისტთა ამერიკული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

1943. იუკიო კასაია. იაპონელი ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელი. საპოროს 1972 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედალი.

1944. რობერტ (ბობი) მერდოკი. შოტლანდიის ნაკრების, გლაზგოს “სელტიკის”, “მიდლსბროს” მცველი-ნახევარმცველი. 1967 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 1970 წლის ჩემპიონთა თასის ფინალისტი. შოტლანდიის შვიდგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის ხუთგზის მფლობელი. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა 12 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. 1969 წელს დაასახელეს შოთლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1949. ჰენინგ იენსენი. დანიის ნაკრების, მადრიდის “რეალის”, მიონხენგლადბახის “ბორუსიას”, ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი. ორ-ორჯერ გახდა ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონი. ჰოლანდიის ჩემპიონი, მოპოვებული აქვს უეფასა და გერმანიის თასები. დანიის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 9 გოლი.

1951. კონრად ვაიზე. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების მცველი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გდრ-ის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. გდრ-ის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1952. გილერმო ვილასი. არგენტინელი ჩოგბურთელი. 1977 წელს მოგებული აქვს აშშ-ის ღია პირველობა.

1952. ნელსონ პიკე. ლეგენდარული ბრაზილიელი ავტოპილოტი. ფორმულა-1-ის მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებული (1981, 1983, 1987).

1963. ევგენი იაროვენკო. საბჭოთა კავშირის ნაკრების, ალმა-ათის “კაირატის” და დნეპროპეტროვსკის “დნეპრის” მცველი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “დნეპრთან” ერთად 1989 წელს საკავშირო თასი მოიპოვა.

1964. ჟორჟინიო. ბრაზილიის ნაკრების მცველი 1987-95 წლებში. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი (1989). 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 65 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. “ფლამენგოსთან” ერთად ორჯერ მოიგო ბრაზილიის პირველობა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა გერმანიასა (“ლევერკუზენი”, “ბაიერნი”) და იაპონიაში. მიუნხენელთა შორის ასპარეზობისას მოიგო გერმანული ბუნდესლიგა. “კაშიმა ანთლერსთან” ერთად გახდა იაპონიის ჩემპიონი. 1996 წელს დაასახელეს იაპონიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1965. ფრედ გრიმი. “კამბურისა” და “აიაქსის” მეკარე. მოპოვებული აქვს ჰოლანდიის ჩემპიონობა და თასი. 1995 წელს, როდესაც ამსტერდამელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ვან დერ სარის დუბლიორი იყო.

1965. ანტონ პფეფერი. ავსტრიის ნაკრებისა და ვენის “აუსტრიას” მცველი. ავსტრიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ავსტრიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ამდენჯერვე მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი.

1969. კრისტიან ლაეტნერი. ამერიკის შეერთებული სტატების საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 1992 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ატლანტა ჰოუკსში”. ამპლუით მძიმე ფორვარდი-მეფარე (211 სმ).

1970. ჯიმ კურიე. ტიტულოვანი ამერიკელი ჩოგბურთელი. 1990, 1991 და 1992 წლებში გახდა საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი. 1992 და 1993 წლებში მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა. 1993 წელს გაიმარჯვა უიმბლდონის ტურნირზე. კურიემ ვერ მოახერხა მხოლოდ აშშ-ის ღია ჩემპიონატში გამარჯვება. 1995 წელს, მან ამ გათამაშების ნახევარფინალამდე გასვლა მოახერხა.

1971. შტეფან კლოსი. დორტმუნდის “ბორუსიასა” და გლაზგოს “რეინჯერსის” მეკარე. დორტმუნდელთა შორის გამოსვლისას 1997 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. 1995 და 1996 წლებში მოიპოვა გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონობა. 1999, 2000, 2003 და 2005 წლებში გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, 1999, 2002 და 2003 წლებში კი დაეუფლა სკოტთა საფეხბურთო ასოციაციის თასს.

1973. მილან რაპაიჩი. ხორვატიის ნაკრების, სპლიტის “ჰაიდუკის”, “პერუჯას”, “ფენერბახჩეს”, “ანკონასა” და ლიეჟის “სტანდარდის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი.

1973. ტიმ ფორსაიტი. ავსტრალიელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

1977. ტიერი ანრი. საფრანგეთის ნაკრების, “მონაკოს” (1994-99), “იუვენტუსის” (1999), “არსენალისა” (1999-2007) და “ბარსელონას” (2007-2010), “ნიუ იორკ რედ ბულის” (2010 წლიდან) ფორვარდი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. 2003 წელს მოიგო კონფედერაციათა თასი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 123 მატჩი, გაიტანა 51 გოლი. “ბარსელონას” შემადგენლობაში 2009 მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, “არსენალის” რიგებში გამოსვლისას კი ითამაშა ამ ტურნირის ფინალში (2006). 1997 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. 2002 და 2004 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2002, 2003 და 2005 წლებში დაუეფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს. “ბარსელონას” შემადგენლობაში 2009 წელს მოიგო ესპანეთის ჩემპიონობა და ქვეყნის სამეფო თასი. 2009 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 2004 და 2005 წლებში მოიპოვა “ოქროს ბუცი”. 2001, 2003, 2004, 2005, 2006 წლებში დაასახელეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად. ოთხჯერ გახდა ინგლისური პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი. 2008 წელს შეიყვანეს ინგლისის საფეხბურთო “დიდების დარბაზში”. 2006 წლის 2 სექტემბერს თბილისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

1980. დანიელ გუისა. ესპანეთის ნაკრების, “ხეტაფეს”, “მალიორკასა” და “ფენერბახჩეს” ფორვარდი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.

1984. ალექსანდრე კვახაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისისვიტ ჯორჯიას”, რუსთავისმეტალურგის”,გორისდილასმცველი. საქართველოს ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებშიჩაატარა 12მატჩი.

0.115189