ფეხბურთი

11:21 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გახდება ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი?

ინგლისის პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონმა სტარტი ერთი კვირის წინ აიღო. პირველი ტურის შემდეგ პროგნოზებზე საუბარი რა თქმა უნდა, ძალზე ნაადრევია, მაგრამ გამოჩნდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა კვლავიდებურად უაღრესად დაძაბული იქნება.

პირველ ტურში წააგო მოქმედმა ჩემპიონმა "ჩელსიმ" და თანაც, შინ. სამაგიეროდ, დიდებული დასაწყისი ჰქონდა ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერს". დამაჯერებელი იყო "სიტიც", ხოლო "არსენალმა" რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ სამი ქულა მაინც მოიპოვა. სამაგიეროდ, მძიმედ დაიწყო იურგენ კლოპის "ლივერპულმა".

რა მოხდება დამდეგ სეზონში? - იქნება ისეთი სენსაციური, როგორც 2015-2016 წლებში, როდესაც "ლესტერის" ტრიუმფი ვნახეთ თუ დიდი ექვსეულიდან ერთ-ერთი დაისაკუთრებს პრემიერლგიის თასს?

გთავაზობთ გამოკითხვას: ვინ გახდება ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი 2017-2018 წლის სეზონში?..

გამოკითხვა
ვინ მოიგებს ინგლისის პრემიერლიგას?
ხმის მიცემა შედეგი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110188