ფეხბურთი

20:56 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” მატუიდი დაიმატა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” საფრანგეთის ნაკრებისა და აწ უკვე “პარი სენ ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი ბლეზ მატუიდი დაიტამა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი გვამცნობს, 30 წლის ფრანგი უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

მატუიდის სანაცვლოდ პსჟ-მ 20 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თავად ფეხბურთელს ანაზღაურება სეზონში 3.5 მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები ექნება. ხელშეკრულება სამი წლით გაფორმდება.

ბლეზ მატუიდიმ სახელი სწორედ პარიზულ გუნდში გაითქვა, თუმცა უნაი ემერი მას არცთუ ისე ხშირად სწყალობდა. ბლეზი პსჟ-ს ღირსებას 2011 წლიდან იცავდა, ხოლო მანამდე “სენტ ეტიენისა” და “ტრუას” რიგებში ირჯებოდა. პარიზული გუნდის შემადგენლობაში მატუიდიმ 292 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 58 შეხვედრა და 8 გოლია.

“იუვენტუსმა” კი თავის მხრივ ის პოზიცია გააძლიერა, სადაც ბევრის აზრით გასულ სეზონში ყველაზე მეტად უჭირდა – ცენტრალური ნახევარდაცვა.

0.115197