ფეხბურთი

16:51 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინშია

“მილანის” ხელმძღვანელობა მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ამჯერად მიზანში “ბაიერნის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალია.

იტალიური გამოცემების ცნობით, “როსონერიმ” გერმანულ კლუბს უკვე მიმართა ვიდალთან დაკავშირებით. კონკრეტული თანხა, რომლის გადახდასაც “შავ-წითლები” გეგმავენ, არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ იტალიური კლუბი მოთამაშეს ხელფასს ორჯერ გაუზრდის. ამჟამად ვიდალი წელიწადში 7,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჩილელი ნახევარმცველით მილანის “ინტერიც” არის დაინტერესებული.

გასულ სეზონში არტურომ 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა ბუნდესლიგის 27 მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111849