ფეხბურთი

19:49 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს წასვლა უნდა, კლუბს კი მისი დატოვება

კატალონიის “ბარსელონასა” და ფელიპე კოუტინიოს საგა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ “წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მტკიცედ განაცხადა, რომ მოთამაშე არ იყიდება, თავად კოუტინიოს “ლივერპულში” დარჩენა აღარ სურს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი იმედგაცრუებულია კლუბის გადაწყვეტილებით და გუნდიდან წასვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “ლივერპულს” ბრაზილიელ თავდამსხმელში 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ინგლისელებმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111592