ფეხბურთი

14:13 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

თბილისის "ლოკომოტივი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის მიერ კლუბისთვის დაკისრებულ სასჯელს არაადეკვატურად მიიჩნევს და მის გასაჩივრებას სააპელაციო კომიტეტში გეგმავს.

თბილისური კლუბი, ქუთაისის "ტორპედოსთან" 11 აგვისტოს მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების განხილვის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"კომიტეტის გადაწყვეტილებით, "ლოკომოტივი" ქუთაისის "ტორპედოს" მსგავსად, 20 000 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილების თანახმად, მომდევნო საშინაო მატჩს, "ლოკომოტივი" მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ასევე, ჩვენს კლუბს განესაზღვრა პირობითი სასჯელი - მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, "ლოკომოტივს" 3 ქულა დააკლდება. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებითვე, მეოთხე წრეში გასამართი "ტორპედო" - "ლოკომოტივი" უმაყურებლოდ ჩატარდება.

მიგვაჩნია, რომ "ლოკომოტივის" მიმართ გამოტანილი სასჯელი და ჯარიმის ოდენობა არაადეკვატურია, ვინაიდან არ ასახავს 11 აგვისტოს, სტადიონის ტრიბუნაზე მომხდარი ინციდენტის მთავარ გარემოებებს.

"ლოკომოტივი" სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრებს" - ნათქვამია "ლოკომოტივის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109911