თამაშგარე

21:20 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სასამართლო პროცესებში გაიხლართა

მადრიდის “რეალის“ სუპერშემტევს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ამ ბოლო დროს სასამართლოში მომჩივანთა რიცხვი ნამეტნავად მოუმრავლდა. ჯერ იყო და რონალდუმ ძლივს მიიყვანა ბოლომდე ორი სასამართლო პროცესი, როდესაც მავანი ქალები მასთან თანაყოფას და შვილის არაღიარებას უჩიოდნენ. ახლა კი, საქმე უკვე გადასახადების დამალვას ეხება.

განსხვავებით ქალების პროცესისაგან, გადასახადების დამალვის საქმეს მაინცდამაინც კარგი პირი არ უჩანს და ადვილი შესაძლებელია, კრიშტიანუ რონალდუმ მისი მუდმივი კონკურენტისა და კოლეგის, არგენტინელი ლეო მესის ბედი გაიაზიაროს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშაც კი დადგეს.

აუდიტის სამსახური და ესპანეთის პროკურატურა, კრიშტიანუს 14.7 მილიონი დოლარის გადასახადის დამალვას ედავება და მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელისათვის ეს თანხა ნამდვილად არაა რთულად გადასახდელი, რონალდუ გადასახადის დამალვის ფაქტს არ აღიარებს და მზადაა სასამართლოსთან ბოლომდე ითანამშრომლოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156128