ფეხბურთი

10:52 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოს" ინიესტა გამოაკლდა

კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრას მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კაპიტნის გარეშე ჩაატარებს – ანდრეს ინიესტა ერნესტო ვალვერდემ აღნიშნული მატჩისთვის მადრიდში არ იახლა.

სამატჩო განაცხადში ინიესტას არყოფნის მიზეზი კუნთის ტრავმაა, რომელიც პირველ შეხვედრაში მიიღო. ესპანელი ნახევარმცველის გარდა, “ბარსელონას” არდა თურანიც დააკლდება, თუმცა თურქის შემთხვევაში მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, “რეალი” “ბარსელონას” 17 აგვისტოს, თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ სამი დღის წინ, “კამპ ნოუზე” “სამეფო კლუბმა” 3:1 მოიგო და ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

0.11234