ჩოგბურთი

22:10 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს

5 დიდი სლემის ჩემპიონი მარია შარაპოვა ამერიკის ღია პირველობაზე იასპარეზებს. მარია ამჟამად რეიტინგში 148-ე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა რუსს “ველური ბარათი” მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარაპოვა წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირს ძირითადი ბადიდან ჩაერთვება.

შარაპოვას ამერიკის ღია პირველობა ერთხელ 2006 წელს აქვს მოგებული, მაშინ მარიამ ფინალში ბელგიელი ჟუსტინ ენინი 6:4, 6:4 დაამარცხა.

US OPEN-ი 28 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11335