ფეხბურთი

18:47 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები ევროშესარჩევს გორში გახსნიან

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 1 სექტემბერს ჩაებმება. გია გეგუჩაძის გუნდის პირველი მეტოქე პოლონეთის ნაკრებია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, პოლონეთის გარდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან დანიის, ფინეთის, ლიტვისა და ფარერის კუნძულების ნაკრებები.

ამ ჯგუფში ერთი მატჩი უკვე ჩატარდა, 8 ივნისს ლიტვამ ფარერები 3:0 დაამარცხა.

0.114922