ფეხბურთი

17:13 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები უკრაინაშია

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები უკრაინაში ჩაფრინდა, სადაც 16-20 აგვისტოს ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი გუნდი ა ჯგუფში მოხვდა: უკრაინა, საქართველო, ბელარუსი, ესტონეთი. მეორე ჯგუფში კი სლოვენია, სლოვაკეთი, ლატვია და ისრაელი ითამაშებენ.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს 16 აგვისტოს ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარებს, 17 აგვისტოს - უკრაინასთან, 19-ში კი ესტონეთთან მატჩით დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს და ამის მერე გაირკვევა, რომელი ადგილისთვის მოუწევთ გიორგი ნემსაძის შეგირდებს ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს საქართველო ბანიკოვის თასზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობს: შარშან ჩვენმა 17-წლამდელებმა გურამ ასპინძელაშვილის ხელმძღვანელობით ოქროს მედლები მოიპოვეს.

მთავარმა მწვრთნელმა უკრაინაში 20 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები - 1. ლუკა ხარშილაძე (ლოკომოტივი), 12. ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები - 2. ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), 3. ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), 4. ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), 5. შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), 6. ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), 13. ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), 17. გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), 18. ჯინო თუდები (დინამო თბ);

ნახევარმცველები - 7. ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), 8. ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), 10. ზურაბ დავითაშვილი (დინამო თბ), 14. ცოტნე ბენდიანაშვილი (კორტრაიკი, ბელგია), 15. ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), 16. დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), 19. გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), 20. ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ);

თავდამსხმელები - 9. გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), 11. ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ).

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117105