ფეხბურთი

15:19 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალინიჩი თითქმის მილანელია

იტალიურმა “მილანმა” “ფიორენტინასთან” ნიკოლა კალინიჩის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი 16 აგვისტოს გაფორმდება.

მოლაპარაკების პროცესმა რამდენიმე კვირა გასტანა. კლუბები ფინანსურ მხარეზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “როსონერიმ” 25 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები შესთავაზა “იებს”.

გარიგება უკვე შედგა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 15 აგვისტოს იტალიაში ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავენ, ამ დღეს ყველანაირი ბიზნესის კეთება აკრძალულია.

0.111403