ფეხბურთი

14:55 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერგკამპი - პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლის ავტორი (+VIDEO)

BBC-ის მკითხველთა ვერსიით, ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლი დენის ბერგკამპმა გაიტანა. მიხვდებოდით, რომელ გოლზეც არის საუბარი: "ნიუკასლი"-"არსენალის" მატჩის პირველ წუთებზე ჰოლანდიელმა არანორმალური ფინტი გააკეთა და შემდეგ კარში გადაგზავნა ბურთი.

2002 წელს გასული ეს გოლი საუკეთესოდ დაასახელა მკითხველთა 31-მა პროცენტმა.

მეორეზე გავიდა "ლიდსის" განელი ფორვარდის, ენტონი იებოას გოლი "უიმბლდონის" კარში - 1995 წელს. მესამეზე კი, 2011 წელს უეინ რუნის გატანილი მაკრატელა "მანჩესტერ სიტისთან".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11181