თამაშგარე

10:53 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნის ცოლი ლივერპულში დაბრუნებით ბედნიერია

ბევრს ეგონა (და არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ვეტერანი ინგლისელი შემტევის, უეინ რუნის მშობლიურ “ევერტონში“ გადაბარგება მის ეპატაჟურ ცოლს, კოლინ ქრივს არ ეპიტნავებოდა და ბულვარული მედია უკვე ხელებს იფშვნეტდა რუნების ოჯახიდან გამომავალი წივილ-კივილის მოსასმენად. მაგრამ ნურას უკაცრავად...

კოლინ ქრივი აცხადებს, რომ იგი ბედნიერია უეინის მშობლიურ ქალაქში - ლივერპულში დაბრუნებით, რადგან ეს ის ქალაქია, სადაც ადამიანები წყნარად და კომფორტულად ცხოვრობენ. ამას გარდა, საყურადღებოა თავად უეინის სიტყვებიც, რომელიც ამბობს, რომ ლივერპულში დაბრუნება მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

ცნობილია, რომ კოლინი ყოველთვის არ იყო ქმრის გადაწყვეტილებებით კმაყოფილი და მისი კომენტარებიც არაერთხელ გამხდარა ბულვარული მედიის საკბილო. მაგრამ, როგორც ჩანს, მართლაც ყველაფერი მთავრდება და მათ შორის კოლინის ჭირვეულობაც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123977