კალათბურთი

1:40 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის თასი საქართველოს ესტუმრა

14 აგვისტოს საქართველოში ევრობასკეტის თასი ჩამოიტანეს, რომელის ნახვაც ფუნიკულიორზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ევრობასკეტის თასი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ქვეყანაში იმოგზაურა და 15 აგვისტოს დაბრუნდება გერმანიაში, FIBA-ში.

ამ ღონისძიებას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაესწრნენ, რომლებმაც სათითაოდ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს და კალათბურთელები გაამხნევეს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 21 აგვისტოს ათენში გაემგზავრება, სადაც აკროპოლისის თასზე 3 თამაშს ჩაატარებენ, იქიდან კი ისრაელში გაემგზავრებიან. ევრობასკეტ 2017 31 აგვისტოს აიღებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121217