კალათბურთი

0:42 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "ვფიქრობ, თასისთვის ბრძოლის შანსი გვექნება"

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თორნიკე შენგელიამ ათენში აკროპოლისის თასზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევრობასკეტის თასისათვის ბრძოლის შანსი საქართველოს ნაკრებს ექნება.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ეს თასი საქართველოში ჩამოიტანეს. შანსს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ყველაფერია შესაძლებელი. მე ძალიან წინ ვერ გავიხედები, მაგრამ მივყვებით ჩვენს გეგმას, ვფიქრობ, გვექნება შანსი, რომ ვიბრძოლოთ ამ თასისთვის", - გვითხრა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 21 აგვისტოს ათენში, აკროპოლისის თასზე საასპარეზოდ, იქიდან კი ისრაელში გაემგზავრებიან.

0.117789