კალათბურთი

0:29 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხეჩიკაშვილი: "საქართველოს შესწევს ძალა პატარა სასწაული ჩაიდონის"

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილიმა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ათენში, შემდეგ კი ისრაელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ღირსეულად ასპარეზობის იმედი აქვს.

“თუ გამოცდილებას დავუჯერებთ, ზაზას აქამდე რა დაპირებაც გაუცია, ყველაფერი შეასრულა და ამიტომ მჯერა, რომ ახლაც აასრულებს დანაპირებს. გუნდს, რომელსაც ისეთი კაპიტანი ჰყავს, როგორიც ზაზა ფაჩულიაა, ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ პატარა სასწაული ჩაიდონის. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრები ღირსეულად გამოვა ევროპის ჩემპიონატზე და დიდი მოლოდინი გვაქვს. გვიხარია, რომ უკვე სტაბილურად ვართ ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის. საქართველოში კალათბურთს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ამაში ყველანი ვართ დარწმუნებულები. ჩვენ, ჩვენის მხრიდან, სახელმწიფო, ფედერაცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატება რაც შეიძლება გრძელვადიანი იყოს”, - თქვა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 აგვისტოს ათენში გაემგზავრება, სადაც აკროპოლისის თასზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111971