სხვა

23:22 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ჩილეს წინააღმდეგ გამართა და 29:24 დამარცხდნენ, რაც ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს.

ბექა ორჯონიკიძის გუნდი და ქართველი გულშემატკივარი დღეს მხოლოდ ერთ შედეგს – გამარჯვებას და ჯგუფიდან გასვლას ელოდა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენდა სამწუხაროდ დასრულდა.

ჩილეს ასაკობრივმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველ გამარჯვებას სწორედ ჯვაროსნებთან მიაღწიეს და ეს ფაქტი ქართველთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას უფრო სამწუხაროს ხდის.

პირველი ტაიმი მეტოქეთა უპირატესობით დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ორჯონიკიძის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ანგარიშით წინ არ გაჭრილა და მეტოქე გუნდთან ხანაც 3 ქულა იყო სხვაობა, ხანაც კი – 8.

პირველი ტაიმი ჩილეს სასარგებლოს 10:18 დასრულდა.

გოლები I ტაიმი :

საქართველო: რუსტამოვი 1, ბაინაზიშვილი 1, კბილაშვილი 1, ბულბულაშვილი 2, ვრება 2, ლაპიაშვილი 1, გოგავა 2.

ჩილე: ავედანდი 1, ბაუმანი 6, მორალესი 2, გომესი 4, კოდინა 2, ლოპესი 2, კაბრერა 1.

მეორე ტაიმი უფრო დაძაბულად დაიწყო. ქართველებმა თითქოს შეძლეს ანგარიშთან მიახლოება, თუმცა მინიმალური ჩამორჩენა 4 ქულა იყო. 12-ე წუთზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ერეკლე არსენაშვილმა საჯარიმოში უხეშად თამაშისთვის 2 წუთიანი გაფრთხილება მიიღო და გუნდი მცირე დროით 6 კაცით დარჩა მოედანზე.

ტაიმის მიწურულს ქართველებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვაობა მინიმუმამდე დაეყვანათ, თუმცა შეტევაში გუნდი ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში დარტყმას ვერ ახერხებდნენ.

განსაკუთრებით კარგად იასპარეზა ქართველთა მეკარემ მეორე ნახევარში. სანდრო ხანდოლიშვილმა მეტოქის ურთულესი დარტყმული ბურთები აუღო.

მატჩის დასრულების შემდგომ 1 ჯარიმის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ, თუმცა ცხოვრებაძემ ვერ გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმი ქართველებმა მოიგეს 14:11.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა და გამამხნევებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც პრეზიდენტის სახელობის თასი გათამაშდება და ოთხივე ჯგუფში გასული მეხუთე ადგილოსანი ნაკრებები იასპარეზებენ.

ტრადიციულად დასახელდნენ მატჩის საუკეთესო მოთამაშეები. ქართველთაგან – მეკარე სანდრო ხონდოლიშვილი, ხოლო ჩილელთაგან ბრაუნი დასახელდა, რომელმაც აღნიშნულ მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.

გოლები:

საქართველო: რუსტამოვი 1, ბაინაზიშვილი 3, კბილაშვილი 5, არსენაშვილი 1, ბულბულაშვილი 4 , ცხოვრებაზე 7, ლაპიაშვილი 1, გოგავა 2.

ჩილე: ავენდადი 1, ბაუმანი 10, მორალესი 2, გომესი 6, კოდინა 3, ლოპესი 3, კაბრერა 2, არანჩიბია 2.

  1. ისლანდია – 10 – 160:125
  2. გერმანია – 8 – 178:112
  3. იაპონია – 6 – 136:130
  4. ჩილე – 2 – 132:158
  5. საქართველო – 2 – 124:166
  6. ალჟირი – 2 – 124:166
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.274895