ფეხბურთი

22:50 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ხავი გარსია დაიმატა

გამოცდილი ჩამშლელი ნახევარმცველი ხავი გარსია კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია სევილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ანდალუსიელებმა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ზენიტს” 1.5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

გარსია რუსული კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და 108 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114683