ფეხბურთი

22:18 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტიას გოლი რუმინეთში (+VIDEO)

რუმინეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" სტუმრად 1:2 წააგო "ვოლუნტარისთან" და მე-12 (ბოლოდან მესამე) ადგილზეა. დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ გაიტანა.

ხუბუტიამ 78-ე წუთზე 1:1 გახადა ანგარიში: კუთხურიდან ჩაწოდებულს ძლიერი თავური შეაგება. დარჩენილ დროში კი "გაზ მეთანმა" მაინც გაუშვა გოლი.

31 წლის ხუბუტიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და "გაზ მეთანის" კაპიტანიც გახლავთ.

0.154952