ფეხბურთი

21:30 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნიმ ფულს სიყვარული და ფეხბურთი ამჯობინა

ლივერპულის “ევერტონის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ აღიარა, რომ ჩინეთში გადასვლას და დიდ გასამრჯელოს სთავაზობდნენ, მაგრამ ვინაიდან ფეხბურთის თამაში უფრო სურს, მშობლიურ გუნდში დაბრუნება ამჯობინა.

“არსებობდა ბევრი შემოთავაზება, როგორც პრემიერლიგის, ისე უცხოური გუნდებიდან, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით ბევრად მომგებიანი იყო. თუმცა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთის თამაში მსურდა – ამიტომ გადავწყვიტე “ევერტონში” დაბრუნება.

იმედი მაქვს, გავამართლებ მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ნდობას”, - უთხრა რუნიმ Liverpool Echo-ს.

შეგახსენებთ, უეინ რუნი “ევერტონში” 13 წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა და პრემიერლიგის პირველივე ტურში “სტოკ სიტის” გამარჯვების გოლი გაუტანა.

0.119517