ფეხბურთი

19:13 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

5-მა წუთმა არაფერი შეცვალა – “ლოკომოტივმა” მოიგო

თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა – 2:0. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, 5 წუთში არაფერი შეცვლილა და სამი დღის დაწყებული შეხვედრის ბედი ირაკლი სიხარულიძის დუბლმა გადაწყვიტა.

დღევანდელ შეხვედრაში კი მატჩს ოქმს ერთადერთი რაც შეემატა, ქუთაისელი ფეხბურთელების, გიორგი კუხიანიძისა და შოთა ბაბუნაშვილის ყვითელი ბარათებია.

შეგახსენებთ, “ლოკომოტივი” – “ტორპედოს” მატჩი 11 აგვისტოს შედგა, მაგრამ 84-ე წუთზე სტუმარი გულშემატკივრების მხრიდან შექმნილი არეულობის გამო თამაში შეწყდა. სფფ-ის გადაწყვეტილებით კი, იგი დღეს განახლდა და დასრულდა კიდეც.

აქვე გეტყვით, რომ სადისციპლონო კომიტეტი მომხდარ ინციდენტზე 15 აგვისტოს იმსჯელებს.

0.125786