ფეხბურთი

18:10 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მადრიდის “რეალის” ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს ხუთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქვეყნის სუპერთასის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, რონალდუ ოთხი მატჩითაა დისკვალიფიცირებული მსაჯისთვის ხელის კვრისთვის, ხოლო ერთ თამაშს მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვებს. დისკვალიფიკაცია ვრცელდება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე.

ამგვარად, რონალდუ მადრიდელებს ვერ დაეხმარება “ბარსელონასთან” ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში (16 აგვისტო) და ლა ლიგის ოთხ შეხვედრაში: “დეპორტივოსთან” (20 აგვისტო), “ვალენსიასთან” (27 აგვისტო), “ლევანტესთან” (9 სექტემბერი) და “რეალ სოსიედადთან” (17 სექტემბერი).

რონალდუმ კვირას, "ბარსელონასთან" მოგებული შეხვედრის (3:1) მე-80 წუთზე, გოლის აღნიშვნის ეპიზოდში მაისურის გახდისთვის მიიღო პირველი ყვითელი ბარათი, ორ წუთში მეტოქის საჯარიმოში მისი წაქცევა მსაჯმა სიმულაციად ჩათვალა, მეორედ გააფრთხილა და მოედანი დაატოვებინა. გაძევებით გაღიზიანებულმა კრიშტიანუმ კი ემოციები ვერ მოთოკა და არბიტრს ხელი ჰკრა.

0.117616