ჩოგბურთი

14:19 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ექვსეული უცვლელად

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველი ექვსეული უცვლელად გამოიყურება. მონრეალის მასტერსის გამარჯვებულმა ალექსანდრ ზვერევმა ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეშვიდე ადგილზე დამკვიდრდა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით კიდევ დაქვეითდა და 65-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ATP-ის განახლებული რეიტინგი 14 აგვისტოსთვის:
1. ენდი მარეი – 7750 ქულა
2. რაფაელ ნადალი – 7555
3. როჯერ ფედერერი – 7145
4. სტანისლას ვავრინკა – 5780
5. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 5325
6. მარინ ჩილიჩი – 5155
7. ალექსანდრ ზვერევი – 4470
8. დომინიკ ტიმი – 4030
9. კეი ნიშიკორი - 3285
10. მილოშ რაონიჩი - 3230
...
65. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 739

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120239