ფეხბურთი

15:20 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიის ნაკრებს ხუთი ახალწვეული ჰყავს

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მარტინ ონილი დღეს გაფართოებულ შემადგენლობას დაასახელებს. როგორც იცით, 2 სექტემბერს თბილისში საქართველო-ირლანდიაა - მუნდიალის შესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურის მატჩი.

ის გაირკვა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში 5 ახალწვეულია, რომლებსაც არასოდეს უთამაშიათ მთავარ ნაკრებში. მათ შორისაა პოლონური "იაგელონიას" ფორვარდი კილიან შერიდანი, რომელმაც ევროპა ლიგაზე ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა.

დეკლან რაისი (ვესტ ჰემი, ცენტრალური მცველი)

კრეგ კანინგჰემი(პრესტონი, ცენტრალური მცველი)

ლაიამ კელი (რედინგი, ცენტრალური ნახევარმცველი)

შონ მაგუარი (პრესტონი, თავდამსხმელი)

კილიან შერიდანი (იაგელონია, თავდამსხმელი)

0.115239