ფეხბურთი

13:14 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის “რეალის” ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს “ბარსელონასთან” ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში (3:1) მომხდარი ინციდენტის გამო 4-დან 12 მატჩამდე ვადით დისკვალიფიკაცია ემუქრება.

პორტუგალიელმა “ნოუ კამპზე” გამართული მატჩის მე-80 წუთზე, გოლის აღნიშვნის ეპიზოდში, მაისურის გახდისთვის მიიღო პირველი ყვითელი ბარათი, ორი წუთის შემდეგ კი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მისი წაქცევა მსაჯმა სიმულაციად შეაფასა და მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ფეხბურთელს მოედნის დატოვება მოუწია.

გაძევებით გაღიზიანებულმა რონალდუმ ემოციები ვერ მოთოკა და არბიტრს ხელი ჰკრა. ეს ინციდენტი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეამ მატჩის ოქმში დააფიქსირა და ახლა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. წესდების თანახმად, თუკი კრიშტიანუს დისკვალიფიკაცია ოთხ მატჩზე ნაკლები იქნება, ის მხოლოდ სუპერთასის შეხვედრებზე გავრცელდება, უფრო მეტი ვადით დასჯის შემთხვევაში კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118779