ფეხბურთი

22:41 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" - უპირატესობა და სამი ქულა

საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდაში 2:1 სძლია ბათუმის "დინამოს". სტუმრები იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა იმარჯვეს.

წუთნახევრიან მონაკვეთში გაიცვალა გოლები. ჯერ ნიკა კვანტალიანმა გაიტანა, რომელმაც ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა. ძელს კი ელგუჯა გრიგალაშვილმა მოარტყა ძლიერი დარტყმით. ისე, გრიგალაშვილმა მანამდე ერთი წუთით ადრე ბრწყინვალე მომენტი ვერ გამოიყენა.

ასეა თუ ისე, ბათუმელები დაწინაურდნენ, თუმცა მალევე გაუშვეს. გიორგი კორიფაძემ ჩააწოდა და დიმიტრი ტატანაშვილმა თავურით ზუსტად დაარტყა - 1:1. ეს ტატანაშვილის მე-12 გოლია მიმინარე ჩემპიონატში.

"ჩიხურა" მეორე ტაიმში დაწინაურდა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო გადამწყვეტი გოლი. გიორგი ივანიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან აწოდებდა თუ ურტყამდა, ვერ გეტყვით, მაგრამ კარში ჩაახვია. მაღალი ბურთი გაგზავნა ივანიშვილმა და მეკარე ლევან შოვნაძე შეცდა - 2:1. ისე, შოვნაძე წინა ტურებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში.

ივანიშვილმა მოგვიანებით პენალტიც მოინადირა. მისი პასის შემდეგ დავით კვირკველიას ხელზე მოხვდა ბურთი და მსაჯმა თეთრი ნიშნულისკენ მიუთითა. პაპუნა ფონიავამ დაარტყა, შოვნაძემ კი შეცდომა გამოასწორა და მოიგერია. დამატებაზე ისევ ფონიავა ურტყამდა და ააცილა.

თამაშიდან გამომდინარე, "ჩიხურა" ფლობდა უპირატესობას და შედეგიც ლოგიკურია.

ეროვნული ლიგა. 22-ე ტური

ივანწმინდა. ცენტრალური

ჩიხურა (საჩხერე) - დინამო (ბათუმი) 2:1 (1:1)

ჩიხურა: მწყერაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაშია, კაკუბავა (დობროვოლსკი 68), კორიფაძე, გორგიაშვილი (განუგრავა 61), ფონიავა (დეკანოიძე 72), ივანიშვილი, სარდალიშვილი, ტატანაშვილი

დინამო ბთ: შოვნაძე, ფარტენაძე, სუხიაშვილი, ტვილდიანი, კვირკველია, შონია, თევდორაძე (ვარშანიძე 55), ელგუჯა გრიგალაშვილი, ჩოგაძე (კეკუა 90), კვანტალიანი (ნიკა დიასამიძე 70), კვასოვი

გოლები: 0:1 კვანტალიანი (27), 1:1 ტატანაშვილი (28), 2:1 ივანიშვილი (49)

62-ე წუთზე ფონიავამ ვერ გაიტანა პენალტი

გაფრთხილება: კორიფაძე

მსაჯი: კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115574